headerii

მოგესალმებით ამ გვერდის ძვირფასო ვიზიტორო!

vaxo2

მე გახლავართ ვახტანგ ჯინჯიხაძე
STUDIO WEBGEORGIA-ს  დამფუძნებელი და პროქტები CODNA.GE და WEBGEORGIA.GE-ს ავტორი.

როგორ დამიპყრო ინტერნეტმა?

2002 წელს, როდესაც საქართველოში ინტერნეტი განვითარების ქვედა საფეხურზე იმყოფებოდა, ამეკვიატა აზრი, რომ ჩემი ხვალინდელი დღე ინტერნეტთან იქნებოდა დაკავშირებული, მაგრამ არ ვიცოდი, ეს როგორ უნდა განმეხორციელებინა.
რამდენიმე წლის შემდეგ ერთმა შემთხვევამ მიბიძგა იდეისკენ, რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა…

ეს იყო 2006 წლის ბოლო, ჩემი შვილები ინტერნეტში მორიგ უაზრო თამაშებში ხარჯავდნენ დროს. მე ეს მაწუხებდა, მაგრამ ვერ ვხედავდი გამოსავალს, რადგან აკრძალვა მხოლოდ მათში ინტერესს უფრო გაზრდიდა.

მაშინ გამიჩნდა იდეა, რომ ჩემი შვილებისთვის გამეკეთებინა ისეთი თამაშები, რომელიც გართობასთან ერთად მათთვის სასარგებლოც აღმოჩნდებოდა.

ასე დაიბადა „თამაში ვიქტორინის“ იდეა.

CODNA.GE -ის შექმნის ისტორია

2007 წელს დავაფუძნე STUDIO WEBGEORGIA და ჩემი პირველი პროექტი CODNA.GE გაეშვა, სადაც «თამაში-ვიქტორინის» 2 თამაში
იყო წარმოდგენილი.

თამაშები ძალიან შორს იყო იდეალურისგან, მაგრამ ქართულ ინტერნეტ-სივრცეში ეს პირველი შემეცნებითი ფლეშ-თამაშები იყო.

მე ახლა უკვე დარწმუნებული ვარ, რომ თუ გინდა რაიმეს მიაღწიო, პირველი ნაბიჯი აუცილებლად უნდა გადადგა, თუნდაც მას ბევრი სკეპტიკოსი ჰყავდეს.

tamashi

გამარჯვებები, მაგრამ…

diplomi

იმავე წელს ეროვნულ-ინტერნეტ კონკურსში პროექტმა CODNA.GE-მ მიმართულებაში „საბავშვო რესურსები“ პირველი ადგილი დაიკავა.

2008 წლიდან მოყოლებული CODNA.GE არაერთხელ გაშუქდა წამყვანი ტელეკომპანიების მიერ. მაგრამ იყო ერთი პრობლემა: ეს იყო არაკომერციული პროექტი და მისი არსებობა და განვითარება მხოლოდ დონორებზე იქნებოდა დამოკიდებული.

მრავალი მცდელობის მიუხედავად პროექტის დაფინანსების წყაროები ვერ მოვიძიე და დავდექი რეალობის წინაშე, რომ CODNA.GE-ს შეეწყვიტა ფუნქციონირება და ამით დამთავრებულიყო ყველაფერი…

რა მოხდა მერე?

თუმცა დანებება ჩემს ბუნებაში არ ზის. მივხვდი, რომ მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა მქონოდა და გადავწყვიტე პროექტის მასშტაბები გამეზარდა.

ასე პროექტმა კომერციული დატვირთვაც მიეღო: CODNA.GE-ზე პირველი ონლაინ-კატალოგი შეიქმნა, რომელიც საბავშვო ორგანიზაციებისთვის იყო განკუთვნილი.

codna

პირველი წარმატება

org2

პირველი პარტნიორებიც მალევე გამოჩდნენ და პროექტმა განვითარება დაიწყო,
რამაც CODNA.GE-ზე ახალი მიმართულებების დამატების
საშუალებაც მომცა.

2010 წლიდან ონლაინ-კატალოგმა ქართული ბიზნესის სრული სპექტრი მოიცვა და, რაც მნიშვნელოვანია, ფასიანი მომსახურების გარდა, მასზე ნებისმიერ ორგანიზაციას უფასოდ დარეგისტრირებაც შეეძლო.

GOOGLE-ის საძიებო სისტემაში კატალოგის ბევრმა კატეგორიამ ფავორიტი პოზიციები დაიკავა. ეს იყო დიდი მიღწევა, მაგრამ საიტის სპეციფიკიდან გამომდინარე, მასზე მოთხოვნა საბავშვო და საგანმანათლებლო სეგმენტის მხრიდან იყო უფრო აქტუალური.

კიდევ ერთი ნაბიჯი

რეალობა ახალი პროექტის შექმნას ითხოვდა, სადაც წლების განმავლობაში დაგროვილი ყველა ის შეცდომა
თუ მიღწევა იქნებოდა გათვალისწინებული…

და აი 2015 წლის მაისში STUDIO WEBGEORGIA-ს გუნდმა ახალი პროექტი WEBGEORGIA.GE გავუშვით.

.

მოკლედ პროექტის შესახებ

WEBGEORGIA.GE ონლაინ-ცნობარს წარმოადგენს, სადაც საქართველოში არსებული ორგანიზაციებია განთავსებული.

არსებობს უფასო რეგისტრაცია და პარტნიორული ურთიერთობა, რომელიც ორგანიზაციას მთელ რიგ უპირატესობას ანიჭებს.

პროექტი სამენოვანია (ქართული, ინგლისური და რუსული), რაც პარტნიორი ორგანიზაციების ცნობადობის არეალს ზრდის.

მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერ ორგანიზაციას საკუთარი მონაცემების გამოცვლა თავად შეუძლია, რაც ონლაინ-ცნობარზე განთავსებული ინფორმაციის სიზუსტეს განაპირობებს.

ნავიგაცია მაქსიმალურად მოქნილია და სასურველი ობიექტის მოძიება კატეგორიის, რეგიონის ან საკვანძო სიტყვით არის შესაძლებელი.

wg

და ბოლოს…

პროექტზე ბლოგი დაემატა, რომელზეც პერიოდულად საინტერესო პოსტები ემატება,
ბლოგი უკვე ინტერნეტ-მომხმარებლებში დიდი პოპულარობით სარგებლობს,
რაც WEBGEORGIA.GE-ს პოპულარობის გაზრდას ეხმარება.

blogi

რას ამბობენ ჩვენზე?

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი
კახაბერ კორძაია

kaxaberi.surati

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სახელით გამოვხატავ STUDIO WEBGEORGIA-სადმი გულწრფელ მადლიერებას ერთგული თანამშრომლობისთვის. თქვენი გუნდის პროფესიონალიზმი და შრომისადმი პატიოსანი დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. გისურვებთ ახალი იდეების განხორციელებას და წარმატებებს.

ფონდი ,,პატრიარქი პატრიარქთა
შორის,,-ის დირექტორი,
ბერ-მონაზონი ლუკა კოკორაშვილი

fondi.surati

სტუდია WEBGEORGIA-ს გუნდის საქმიანობა, რომელიც ქართული ინტერნეტის და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას ემსახურება, ჩვენი ქვეყნისთვის მეტად მნიშვნელოვანია. პროექტები CODNA.GE და WEBGEORGIA.GE
ამისი ნათელი დადასტურებაა.  ამ საიტების საშუალებით ხდება და უკვე მოხდა კიდეც არაერთი ორგანიზაციისა და საქველმოქმედო ფონდების ცნობადობის განხორციელება ქვეყნის მასშტაბით, რაც დადებითად აისახება ყოველი ორგანიზაციის მუშაობისა და პროექტების სრულყოფილად განხორციელებაში.
ჩვენი ფონდი მათ წარმატებას, წინსვლას და ახალი იდეების განხორციელებას უსურვებს სტუდია WEBGEORGIA-ს გუნდს.

ნევროლოგი, პროფესორი,
კლინიკის ხელმძღვანელი
ბაკურ კოტეტიშვილი

abouri.surati

ჩვენი ყოფა-არსებობის ნებისმიერ ფორმას (დაბადება/სიკვდილი, ღვიძილი/ძილი, სიხარული/წყენა, სიყვარული/სიძულვილიკმაყოფილება/უკმაყოფილება, ჯანმრთელობა/ავადობა, მეგობრობა/მტრობა და ა.შ. უსასრულოდ …) ჩვენივე ტვინი წარმოადგენს. ტვინის ანალიტური — აზროვნებითი უნარი მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის ერთერთ მნიშვნელოვანს წარმოადგენს სწორი (ხაზს ვუსვავ ს წ ო რ ი !) განათლება. აქედან გამომდინარე, თქვენი საქმიანობა მეტად მნიშვნელოვანია და მისასალმებელია. ჩემი აზრით, ყველა ცივილურ ადამიანს უნდა სიამოვნებდეს სწორი განათლების გავრცელება და შესაძლო რესურსებით მხარში უნდა ამოუდგეს ამ საშვილიშვილო საქმეს.

goga

საზოგადოებრივ კოლეჯ
«გეორგია»-ს  დირექტორი
გიორგი ბერაია

საზოგადოებრივ კოლეჯ
«გეორგია»-ს რამოდენიმე წლიანმა თანამშრომლობამ დაგვარწმუნა, რომ შედეგი მიიღწევა პროფესიონალური დამოკიდებულებითა და პატიოსანი შრომით. პარტნიორობა STUDIO WEBGEORGIA-სთან უაღრესად სასარგებლო აღმოჩნდა ჩვენთვის  და ვუსურვებ განვითარებასა და წარმატებებს.

nino

იოანე პეტრიწის სახლობის სკოლა იბერიის დირექტორი
ნინო ზაქარეიშვილი.

ჩვენი სკოლა უკვე წლებია თანამშრომლობს STUDIO WEBGEORGIA-სთან მათი მომსახურეობის სერვისი მაქსიმალურად გათვლილია მომხმარებლის კომფორტზე, ისინი გამოირჩევიან მაღალი პროფესიონალიზმით. ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება მომავალშიც. დიდი მადლობა მათ.

სკოლა «მარჯი»–ის დირექტორი
ლალი ზარანდია

lali

რამოდენიმე წელია რაც ვთანამშრომლობთ STDUDIO WEBGEORGIA-სთან, არ შემიძლია გულწრფელი მადლობა არ გადავუხადო ამ გუნდის წევრებს, განსაკუთრებით მათ ხელმძღვანელს ბატონ ვახტანგს თანადგომისათვის, ერთგული და ღირსეული პარტნიორობისათვის.
ყოველდღიურად იზრდება არეალი მათი შემოქმედებისა. მათ პროექტებზე ისმის თანამედროვეობის მაჯისცემა, რაც ქვეცნობიერად ახალ იმპულსს გვაძლევს ჩვენი საქმიანობის წარმართვისათვის.
დიდი მადლობა!
მხოლოდ წინსვლა და წარმატება ყოფილიყოს თქვენი თანამდევი!

სამხატვრო სტუდიის დირექტორი,
მხატვარი ზაალ სულაკაური

zaliko.surati

21 საუკუნე ინტერნეტ საუკუნეა და რამდენ კარგ რამეს აღმოაჩენ ინტერნეტში…დედამიწა დაპატარავდა…ხო, ასეთი საიტი ვნახე და მადლობა იმ ხალხს, ვინც კარგ რამეს აკეთებს ქვეყნისთვის…

საბავშვო ბაღი „პონის“ დირექტორი
ოლღა კვაიჭაძე

poni.surati

მინდა მადლობა გადავუხადო STUDIO WEBGEORGIA-ს გუნდს და მათ ხელმძღვანელს ბატონ ვახტანგს პროექტები CODNA.GE და WEBGEORGIA.GE-ს შექმნისთვის. აქ ბევრი სასარგებლო ინფორმაციაა განთავსებული, პროექტები ორგანიზაციების ცნობადობის გაზრდას ეხმარებიან. ძალიან მომწონს, საიტები როგორ არიან ორგანიზებულნი, ნავიგაცია გამარტივებულია და საჭირო ინფორმაციის მოძიება მარტივად ხდება. ამავე დროს მინდა აღვნიშნო, რომ სტუდიის პერსონალი ძალიან კეთილგანწყობილი და ყურადღებიანია, ისინი ჩემს თხოვნებს ითვალისწინებენ და მცირე დროში ანხორციელებენ.
მინდა თქვენს მნიშვნელოვან და სასარგებლო საქმეს განვითარება და დიდი წარმატებები ვუსურვო.

გადადით რეგისტრაციის გვერდზე და თქვენთვის სასურველი ფორმა აირჩიეთ

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:   Email:  info@webgeorgia.ge     Tel: 571 512121

©2015   STUDIO WEBGEORGIA